ერთობა ყოველთვის წარმოადგენდა Tor-ის სიძლიერის წყაროს. ამ სულისკვეთებით შევქმენით Tor-პროექტში გაწევრიანების პროგრამა. ჩვენი მიზანია ჩამოვაყალიბოთ გვერდში მდგომი ურთიერთკავშირი ჩვენს არამომგებიან და კერძო დაწესებულებებს შორის, რომელთაც სურთ ჩვენი ტექნოლოგიებით სარგებლობა ან ჩვენი მიზნის მხარდაჭერა.

გაწევრიანდით

შემოუერთდით Tor-პროექტის გაწევრიანების პროგრამას და გამოხატეთ თქვენი ერთგული მხარდაჭერა ინტერნეტსივრცეში პირადულობისადმი, რომ მეტად ჩაერთოთ Tor-ის ერთობის საქმიანობაში. მოგვწერეთ giving@torproject.org დასაწყებად.

ჭკვალი ხახვის წევრები

Mullvad VPN

„იმ საზოგადოებებისა თუ დაწესებულებების ხელშეწყობას, რომლებიც მთელი ძალისხმევით იბრძვიან პირადულობისა და გულწრფელობისთვის ინტერნეტში, მეტად მნიშვნელოვანად მიიჩნევს Mullvad. სამწუხაროდ, ასეთი ბევრი არაა. კიდევ უფრო ცოტაა, პირადულობის მნიშვნელობას რომ აცნობიერებენ და განუწყვეტლივ მუშაობენ მომხმარებელთა ამოცნობის ასარიდებელი საშუალებებისა თუ სხვა მეტად მძლავრი შეტევებისგან დაცვის განვითარებისთვის. გვჯერა, რომ ერთ-ერთ ამგვარ დაწესებულება სწორედ Tor-პროექტი წარმოადგენს. ჩვენ სრულად ვიზიარებთ მათ ღირებულებებს, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებების დაცვას, გამოხატვის თავისუფლებას, ცენზურისთვის თავის არიდებასა და ინტერნეტში პირადულობას.

ვაიდეილია ხახვის წევრები

მწვანე ხახვის წევრები

გამოხატეთ ინტერნეტში პირადულობისადმი თქვენი მხარდაჭერა

თქვენი დაწესებულების Tor-პროექტის გაწევრიანების პროგრამაში ჩართვით გამოამჟღავნებთ თქვენს ერთგულებას ინტერნეტში პირადი მონაცემების ხელშეუხებლობისადმი, აგრეთვე Tor-ის სწრაფი მუშაობის უზრუნველყოფისა და განვითარებისადმი. სანაცვლოდ, მეტად დაუახლოვდებით ჩვენს საზოგადოებას სამი უპირატესობით: მიიღებთ წვდომას Onion-მრჩევლების გუნდთან Tor-ის თქვენს პროდუქტთან ადვილად დაკავშირებისთვის, ჩაერთვებით საუბრებსა თუ დახურულ შეხვედრებში Tor-პროექტის შემმუშავებლებთან შიდა სამზარეულოს უკეთ გასაცნობად და საჯაროდ აღინიშნება თქვენი წვლილი. თუ გსურთ გაწევრიანება, შეგვეხმიანეთ მისამართზე giving@torproject.org.

წევრობის დონეები

წევრობის დონეებში სხვაობა გამოიხატება საჯაროდ გაშუქების კუთხით. შეტანილი წვლილის რაოდენობის მიუხედავად, ყოველი წევრი ისარგებლებს ერთნაირი უპირატესობებით: Onion-მრჩევლების მხარდაჭერით, Tor-ის საკუთარ პროდუქტში ჩასართავად და საუბრებსა თუ დახურულ შეხვედრებში მონაწილეობის უფლებით Tor-პროექტის გუნდთან ერთად. Tor-ში ყველა სახეობის ხახვი ძალიან გვიყვარს და ვაფასებთ, მაგრამ ჭკვალი მაინც უგემრიელესია!

ჭკვალი ხახვის წევრი

≥ $100,000 ყოველწლიურად

თქვენი დაწესებულების ლოგო საიტის ბმულითურთ და თქვენ მიერ გამოთქმულ წვლილის შემოტანის აღმძვრელ მიზეზებთან ერთად თვალსაჩინო ადგილას გამოჩნდება გაწევრიანების ჩვენს გვერდზე. აგრეთვე გაშუქდება სოცქსელით, ღონისძიებებითა და სხვა მსგავსი საშუალებებით.

ვაიდეილია ხახვის წევრი

$50,000 - $99,999 ყოველწლიურად

თქვენი დაწესებულების ლოგო საიტის ბმულითურთ თვალსაჩინო ადგილას გამოჩნდება გაწევრიანების ჩვენს გვერდზე. აგრეთვე, გავაშუქებთ სოცქსელების მეშვეობით.

მწვანე ხახვის წევრი

$10,000 - $49,999 ყოველწლიურად

თქვენი დაწესებულების ლოგო საიტის ბმულითურთ თვალსაჩინო ადგილას გამოჩნდება გაწევრიანების ჩვენს გვერდზე.

ერთობა წარმოადგენს Tor-პროექტის გაწევრიანების პროგრამის გულს და თითოეული წევრიც ამ საზოგადოების ნაწილი უნდა გახდეს. შესაბამისად, ყველა უნდა იზიარებდეს Tor-ის ქცევის კოდექსს, სოციალურ მიზნებსა და ღირებულებებს.